Tuesday, May 8, 2012

სალათი „ტიტები"





მასალა:

პომიდორი 9ც.
მწვანე ხახვის ღერო 9ც.
კამა გასაფორმებლად.


შიგთავსი:
ყველი 200გრ.
მაიონეზი და ნიორი გემოვნებით.



მომზადება:
პომიდორი ჩავჭრათ ჯვარედინად (ბოლომდე არ ჩავჭრათ), ამოვაცალოთ რბილობის ნაწილი, შემდეგ ფრთხილად ამოვჭრათ პომიდორს ქვედა მხრიდან ღეროს დასამაგრებელი ადგილი. პომიდორი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით, ქვედა მხრიდან დავამაგროთ ხახვის ღერო და გავაფორმოთ კამის ფოთლებით.
შიგთავსის მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მაიონეზი და კარგად ავურიოთ.


წყარო:    [presa.ge]

Thursday, May 3, 2012

ელექტრონული ვერსია

ელ. წიგნის "ჭამა მაინც საჭიროა"  სანახავად დააჭირეთ ბმულს

ჭარხალში შეღებილი კვერცხები





საჭირო მასალა: 8-10 ცალი მოხარშული კვერცხი, 500 გ მოხარშული, გახეხილი ჭარხალი თავისივე წვენით, 2-3 კბილი ნიორი, 2 ჩ.კ. ძირა, 1 ჩკ. მარილი, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 კონა დაჭრილი კამა.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ პლასტმასის კონტეინერში, შიგ ჩავაწყოთ მთელ-მთელი მოხარშული კვერცხები ისე, რომ მარინადმა მთლიანად დაფაროს. დავახუროთ სახურავი და 12 საათით შევდგათ მაცივარში. ამ დროის განმავლობაში კვერცხს არომატი გაუჯდება და გაწითლდება. რაც უფრო დიდი ხნით დავტოვებთ მარინადში, უფრო მეტად მიიღებს ჭარხლის ფერს. კვერცხი ამოვიღოთ მარინადიდან. ჯერ ქაღალდზე შევაშროთ, შემდეგ კი შუა-შუა გავჭრათ და მოვაყაროთ კამა.

წყარო: http://www.gurman.ge/

Tuesday, May 1, 2012

ნივრიანი ბადრიჯანი


შემადგენლობა

მომზადება

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ გავწუროთ.
დავაწყოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე  და ორივე მხრიდან შევწვათ.
ძმარი წამოვადუღოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი
და მოვასხათ თეფშზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს.
შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი,
ოხრახუშიკამაქინძი, დაკეპილი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

წყარო:www.gurman.ge

სოკო მარინადში


შემადგენლობა

მომზადება

ეს არის უადვილესი სოკოს მარინადის რეცეპტი.
ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ და გავჭრათ ორ ნაწილად. თუ სოკოები პატარაა დავტოვოთ მთლიანი.
ნიორი გავჭრად ოთხ ნაწილად.
დაჭრილი სოკო და ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩავდოთ ქვაბში და ვადუღოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე.
გამოვიტანოთ ქვაბი სიცივეში და დავტოვოთ 3 საათით მარინადში.
მზად არის.
მირთმევის წინ შეიძლება დავაყაროთ კამა.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

პიცა სოკოთი და ვიჩინით


შემადგენლობა

მომზადება

ცომი შეიძლება ვიყიდოთ ან გავაკეთოთ. უმარტივესი ცომი კეთდება.
სოკოს ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვიჩინას ვწრით კუბიკებად და პომიდორს მრგვალ თხელ ნაჭრებად.
ცომი გავაბრტყელოთ მრგვალად, წავუსვათ ტომატის პასტა.
ზემოდან დავადოთ პომიდორი, ვიჩინა და ქამა სოკო.
მოვაყაროთ ყველი
და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 20 -25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

 წყარო:www.gurman.ge

აჭარული ხაჭაპური


შემადგენლობა

მომზადება

ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხიფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც).
როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი,
გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთყველის შიგთავსი ისე,
რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირებიყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე.
ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.
კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge