Tuesday, May 1, 2012

აჭარული ხაჭაპური


შემადგენლობა

მომზადება

ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხიფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც).
როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი,
გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთყველის შიგთავსი ისე,
რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირებიყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე.
ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.
კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

No comments:

Post a Comment