Tuesday, May 1, 2012

ხინკალი


შემადგენლობა

მომზადება

ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი,მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.

გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

No comments:

Post a Comment