Thursday, May 3, 2012

ჭარხალში შეღებილი კვერცხები





საჭირო მასალა: 8-10 ცალი მოხარშული კვერცხი, 500 გ მოხარშული, გახეხილი ჭარხალი თავისივე წვენით, 2-3 კბილი ნიორი, 2 ჩ.კ. ძირა, 1 ჩკ. მარილი, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 კონა დაჭრილი კამა.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ პლასტმასის კონტეინერში, შიგ ჩავაწყოთ მთელ-მთელი მოხარშული კვერცხები ისე, რომ მარინადმა მთლიანად დაფაროს. დავახუროთ სახურავი და 12 საათით შევდგათ მაცივარში. ამ დროის განმავლობაში კვერცხს არომატი გაუჯდება და გაწითლდება. რაც უფრო დიდი ხნით დავტოვებთ მარინადში, უფრო მეტად მიიღებს ჭარხლის ფერს. კვერცხი ამოვიღოთ მარინადიდან. ჯერ ქაღალდზე შევაშროთ, შემდეგ კი შუა-შუა გავჭრათ და მოვაყაროთ კამა.

წყარო: http://www.gurman.ge/

No comments:

Post a Comment