Tuesday, May 8, 2012

სალათი „ტიტები"





მასალა:

პომიდორი 9ც.
მწვანე ხახვის ღერო 9ც.
კამა გასაფორმებლად.


შიგთავსი:
ყველი 200გრ.
მაიონეზი და ნიორი გემოვნებით.



მომზადება:
პომიდორი ჩავჭრათ ჯვარედინად (ბოლომდე არ ჩავჭრათ), ამოვაცალოთ რბილობის ნაწილი, შემდეგ ფრთხილად ამოვჭრათ პომიდორს ქვედა მხრიდან ღეროს დასამაგრებელი ადგილი. პომიდორი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით, ქვედა მხრიდან დავამაგროთ ხახვის ღერო და გავაფორმოთ კამის ფოთლებით.
შიგთავსის მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მაიონეზი და კარგად ავურიოთ.


წყარო:    [presa.ge]

Thursday, May 3, 2012

ელექტრონული ვერსია

ელ. წიგნის "ჭამა მაინც საჭიროა"  სანახავად დააჭირეთ ბმულს

ჭარხალში შეღებილი კვერცხები





საჭირო მასალა: 8-10 ცალი მოხარშული კვერცხი, 500 გ მოხარშული, გახეხილი ჭარხალი თავისივე წვენით, 2-3 კბილი ნიორი, 2 ჩ.კ. ძირა, 1 ჩკ. მარილი, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 კონა დაჭრილი კამა.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ პლასტმასის კონტეინერში, შიგ ჩავაწყოთ მთელ-მთელი მოხარშული კვერცხები ისე, რომ მარინადმა მთლიანად დაფაროს. დავახუროთ სახურავი და 12 საათით შევდგათ მაცივარში. ამ დროის განმავლობაში კვერცხს არომატი გაუჯდება და გაწითლდება. რაც უფრო დიდი ხნით დავტოვებთ მარინადში, უფრო მეტად მიიღებს ჭარხლის ფერს. კვერცხი ამოვიღოთ მარინადიდან. ჯერ ქაღალდზე შევაშროთ, შემდეგ კი შუა-შუა გავჭრათ და მოვაყაროთ კამა.

წყარო: http://www.gurman.ge/

Tuesday, May 1, 2012

ნივრიანი ბადრიჯანი


შემადგენლობა

მომზადება

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ გავწუროთ.
დავაწყოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე  და ორივე მხრიდან შევწვათ.
ძმარი წამოვადუღოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი
და მოვასხათ თეფშზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს.
შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი,
ოხრახუშიკამაქინძი, დაკეპილი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

წყარო:www.gurman.ge

სოკო მარინადში


შემადგენლობა

მომზადება

ეს არის უადვილესი სოკოს მარინადის რეცეპტი.
ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ და გავჭრათ ორ ნაწილად. თუ სოკოები პატარაა დავტოვოთ მთლიანი.
ნიორი გავჭრად ოთხ ნაწილად.
დაჭრილი სოკო და ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩავდოთ ქვაბში და ვადუღოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე.
გამოვიტანოთ ქვაბი სიცივეში და დავტოვოთ 3 საათით მარინადში.
მზად არის.
მირთმევის წინ შეიძლება დავაყაროთ კამა.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

პიცა სოკოთი და ვიჩინით


შემადგენლობა

მომზადება

ცომი შეიძლება ვიყიდოთ ან გავაკეთოთ. უმარტივესი ცომი კეთდება.
სოკოს ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვიჩინას ვწრით კუბიკებად და პომიდორს მრგვალ თხელ ნაჭრებად.
ცომი გავაბრტყელოთ მრგვალად, წავუსვათ ტომატის პასტა.
ზემოდან დავადოთ პომიდორი, ვიჩინა და ქამა სოკო.
მოვაყაროთ ყველი
და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 20 -25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

 წყარო:www.gurman.ge

აჭარული ხაჭაპური


შემადგენლობა

მომზადება

ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხიფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც).
როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი,
გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთყველის შიგთავსი ისე,
რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირებიყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე.
ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.
კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

აჩმა


შემადგენლობა

მომზადება

ჯერ მოვზილოთ ცომი. ავთქვიფოთ 5 კვერცხი,
დავამატოთ მაწონიმარილიფქვილი და კარგად ავზილოთ.
ცომი უნდა იყოს წელვადი.
ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია.
დიდი ნაწილები არ იხარშება.
ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.
კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათკარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი.
ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში.
ცომი გავავლოთ კრანის წყალში.
დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი.
ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი.
ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა.
თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს.
ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა.
წავუსვათ კარაქი
და შევინახოთ მაცივარში.
მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

ჩაქაფული


შემადგენლობა

მომზადება

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუშიკინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

ხინკალი


შემადგენლობა

მომზადება

ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი,მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.

გემრიელად მიირთვით!

წყარო:www.gurman.ge

Tuesday, April 10, 2012

სვანური მარილის მომზადების წესი




  1. გაატარეთ ნიორი და თესლგამოცლილი წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში. თუ სუნელები დაფქული არ არის, შეგიძლიათ ისიც მანქანაში გაატაროთ ნიორთან ერთად. ნივრის სისველე მათ გატარებას აადვილებს.
  2. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სუნელი შეურიეთ 1 კგ მარილს, კარგად აურიეთ და მეორეჯერ გაატარეთ მასა ხორცსაკეპში.
  3. თუ ნედლ წიწაკას გამოიყენებთ, მარილი უფრო სველი კონსისტენციის გამოვა (მე მომწონს ), თუმცა ხმელი წიწაკის გამოყენებისას ასევე სველი რჩება, ნივრის ხარჯზე.
  4. გაითვალისწინეთ, რომ ხმელი ქინძი საკმაოდ მძაფრი არომატის სანელებელია, ამიტომ, თუ მისი დიდი მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ მისი რაოდენობა თავად დაარეგულიროთ.
  5. ასევე ზოგი მარილს ამატებს ძირასაც, შეგიძლიათ თქვენც სცადოთ.
  6. მზა მარილი შეინახეთ მინის ქილაში მჭიდროდ თავდახურული, კარგი იქნება თუ ქილას კიდევ ცელოფნის პარკში გაახვევთ, რადგან ძალიან მძაფრი სურნელი აქვს და ვრცელდება მთლიან კარადაში.
  7. ბევრი ნივრის გარჩევის შემდეგ, ხშირია თითის წვერებში წვის შეგრძნება, ეს რომ აიცილოთ, შეგიძლიათ ცოტ-ცოტა გაარჩიოთ ხოლმე ან ჩაყაროთ ნივრის კბილები წყალში 1-2 საათით, რის შემდეგაც ადვილად გასძვრება კანი.
  8. ასევე წიწაკაც იწვევს წვის შეგრძნებას, ამიტომ კარგი იქნება ერთჯერადი თხელი ცელოფნის ხელთათმანები გამოიყენოთ (მაგალითდ სამედიცინო ხელთთმანები)
  9. ასევე შეეგუეთ აზრს რომ მარილის გაკეთების შემდეგ 1-2 დღე თქვენს სამზარეულოში ნივრის და წიწაკის სურნელი იტრიალებს :)
  10. ყოველდღიური გამოყენებისთვის მარილი პატარა თავახურულ ქილაში იქონიეთ, რადგან ჰაერზე ღიად დატოვებისას არომატს კარგავს და შრება.